LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანელი ქალები თანმხლები მამაკაცის გარეშე ვეღარ გაფრინდებიან

41
Capture

თალიბანმა მორიგი კანონი გამოსცა. ამიერიდან ქალები თვითმფრინავით ფრენას მამაკაცის გარეშე ვეღარ შეძლებენ. შესაბამისი ბრძანება უკვე გადაეცათ ავიაკომპანიებს და ეს აკრძალვა შეეხება როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ რეისებს.

იმ ქალებს, რომლებსაც უახლოესი 2 დღისთვის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ და მარტო ფრენას გეგმავდნენ, თალიბანი გარკვეულ შეღავათს დაუშვებს და გამონაკლისის სახით მგზავრობის უფლებას მისცემს.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, იდეის ავტორი ზნეობის გავრცელების და მანკიერების პრევენციის სამინისტრო გახდა. გადაწყვეტილება არა უსაფრთხოების გაზრდას, არამედ ისლამის წესებს მიაწერეს.

გავრცელდება თუ არა ეს მოთხოვნა უცხოელ ქალბატონებზე ან რა ბედი ელით მათ, ვისაც ცოცხალი ნათესავი მამაკაცი უბრალოდ არ ჰყავთ, ამაზე სამინისტროში დაზუსტებული პასუხი არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები