ავღანელი ბიჭუნა, რომელიც მესის მაისურის გაკეთებით გახდა ცნობილი, ლეოს შეხვდება.
მურტაზა ახმადიმ როგორც იქნა მიიღო თავის კუმირის ნამდვილი მაისური.
ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ”ბარსელონას” ფორვარდთან კონტაქტზე გავიდა.
5 წლის მურტაზა ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც მესის 10-ნომრიანი”ბარსელონას” მაისური გადასცეს. ”მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მესი. ერთხელაც შევხვდები მას. ძალიან მინდა მას ვგავდე”, – თქვა ბიჭმა.
ფედერაციის პრეს-მდივნის თქმით, მომავალი შეხვედრის დეტალები ბოლომდე გარკვეული არ არის.
მურტაზას ფოტო, რომელმაც მესის მაისური პოლიეთილინის პაკეტისგან გააკეთა, სოცქსელში იანვარში გავრცელდა. მომხარებლებმა ბიჭის მოსაძებნად ფლეშმობიც გამართეს.
გასულ კვირას კი მესის პატარა გულშემატკივარს ВВС-ის ძალისხმევით მიაგნეს.