LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯისა და ტექნიკის დაქირავების სერვისმა მომხმარებელი უკვე დააინტერესა

48

საქართველოს ბაზარზე ავეჯისა და ტექნიკის დაქირავების სერვისმა მომხმარებელი უკვე დააინტერესა.

როგორც “ფორტუნას” კომპანია ”ჰიპოს” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა განაცხადა, ”ჰიპოს” მომსახურების შემოსვლას უკვე მოყვა გამოხმაურება მომხმარებლისგან და დაფიქსირდა მოსალოდნელზე დიდი მოთხოვნა ავეჯისა და ტექნიკის დაქირავებაზე.

”ეს არის თანამედროვე, პრაქტიკული და ხელსაყრელი გზა, ისარგებლოთ სასურველი ნივთებით სესხისა და განვადების გარეშე და ნებისმიერ დროს გაწყვიტოთ ხელშეკრულება, დაგვიბრუნოთ ისინი ყოველგვარი   საკომისიოებისა თუ პირგასამტეხლოების გარეშე. ”ჰიპოს” მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორატიულ სეგმენტს ანუ კომპანიებს   განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ” – განაცხადა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

კომპანია hippo-ს პარტნიორობას უწევს საერთაშორისო კორპორაცია ICR. კორპორაციის დირექტორის გურამ მგელაძის განმარტებით, ICR პროექტში ფინანსური თანამონაწილეა.

”ეს არის ახალი, მისი ანალოგი საქართველოში ჯერ არ არსებობს და ვფიქრობთ, წარმატებული და გაყიდვადი იქნება. რაც შეეხება ჩვენ ჩართულობას, თუ მომხმარებელს მოეწონა, რომელიმე პროდუქტი, ”ჰიპო” ყიდულობს ამ პროდუქტს ICR-ისგან შეღავათიან ფასად და აქირავებს მას, რადგან ICR -ის კომპანიას სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. ჩვენთან გაქირავებული პროდუქცია უკან აღარ ბრუნდება” – განუცხადა ”ფორტუნას” მგელაძემ.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, დაქირავების სერვისი არ უკავშირდება საბანკო სესხებს თუ განვადებას და არც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციაა საჭირო. ყველა დაქირავებული ნივთი დაზღვეულია ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ.

კომპანია ”ჰიპოს” მენეჯმენტმა ოფიციალური პრეზენტაცია 26 დეკემბერს გამართა. გათამაშდა კომპანიის 500ლარიანი ვაუჩერი.

მენეჯმენტის განმარტებით, კომპანია მალე ბაზარზე სესხისა და განვადების ალტერნატიული მომსახურებით პოზიციებს მნიშვნელოვნად გაამყარებს. მომხმარებელს უკვე საშუალება აქვს, კომპანიის ვებ-გვერდიდან www.hippo.ge ან პარტნიორი მაღაზიების – “ჩემი სახლი”, “Altaok”, “Aray Tomorrow” შოურუმებიდან აირჩიოს სასურველი ნივთები და იქირავოს ისინი მისთვის სასურველი ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები