LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯის ბაზარზე სიახლეა: თბილისში ”დოგტას ექსკლუზივი და კელებეკის” წარმომადგენლობა გაიხსნა

429

ავეჯის ბაზარზე სიახლეა – თბილისში ”დოგტას ექსკლუზივი და კელებეკის” წარმომადგენლობა ”დოგტას ჯორჯია” გაიხსნა. კომპანიის რიგით პირველი მაღაზია აღმაშენებლის ხეივანში განთავსდა და აქ წარმოდგენილია ყველა დასახელების ავეჯი სახლისათვის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ავეჯის ფასები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, ”დოგტას ჯორჯია” მომხმარებელს უპროცენტო განვადებასაც თავაზობს 6-დან 24 თვემდე.

”მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ გემოვნებიანი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ავეჯით გააწყოს საყვარელი ადგილი, სახლი თუ აგარაკი, ხელმისაწვდომ ფასად. ავეჯის წარმოების 44-წლიანი გამოცდილებით, ”დოგტას ექსკლუზივი&კელებეკი” დამკვიდრებულია გლობალურ ბრენდად, რომელსაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის დედაქალაქში წამყვანი ადგილი უკავია და ანებივრებს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა: ბერლინი, ლონდონი, ვენა, ამსტერდამი და ა.შ.”, – აღნიშნეს ”დოგტას ჯორჯიაში”.

მათივე ცნობით, მოდური ტენდენციებით შექმნილი თანამედროვე და კლასიკური ავეჯის დიზაინზე, სტილისა და მოდის მრჩეველი „ესე სუკან“ იტალიელ არქიტექტორ ფედერიკო დელ როსოსთან ერთად ზრუნავს. ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტეს, ”დოგტას ჯორჯია” უზრუნველყოფს თბილისიდან კლიენტისთვის სასურველი ავეჯის ქარხანაში შეკვეთასაც, ვისაც არ ეჩქარება და შეუძლია 2-დან 4 კვირამდე ლოდინი.

ცნობისთვის, „დოგტასი“, პირველი და ერთადერთი თურქული ბრენდია, რომელსაც გადაეცა უსაფრთხოებისა და ხარისხის “GS სერთიფიკატი“, ამასთან, ISO სერთიფიკატის მფლობელიც გახდა.

 

15139377_1323533681013495_1467319370_n

15139607_1323534001013463_1017209151_n

15151596_1323533707680159_1099746574_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები