თბილისში, ავჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
შსს-ს ინფრმაციით გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, ამიტომ უწყების ცნობით, გამოძების პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.