ორი კვირის წინ ჯეიმზ კამერონის საკულტო ფილმის, „ავატარის“ მეორე ნაწილის პრემიერა შედგა. პრემიერიდან მალევე მისმა გლობალურმა შემოსავალმა $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო, ბოლო მონაცემებით კი $1-მილიარდსაც გადააჭარბა.
რეჟისორის განცხადებით, მისი ახალი ფილმი „ავატარი: წყლის გზა“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება. ის ვარაუდობს, რომ მეორე ნაწილი მინიმუმ $2 მილიარდს გამოიმუშავებს.
„ავატარის“ ახალი „თრეილერი“ გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ