ჯეიმს კამერონი დაგვპირდა, რომ ცნობილი ფილმის, „ავატარის“ მეორე ნაწილს 2020 წელს ვიხილავდით, როგორც ჩანს, ლეგენდარული რეჟისორი თავის დაპირებებს ასრულებს. „ავატარის“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე, 2019 წელს მიმდინარე გადაღებების, ბოლო დღეს გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტო უზარმაზარი ხომალდის გემბანზეა გადაღებული.
შეგასენებთ, „ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა, ფილმმა უდიდესი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალშემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილიც დაიკავა.
ფილმის შემქმნელები გვპირდებიან რომ „ავატარის“ დანარჩენი ნაწილები 2021, 2024 და 2025 წლებში გამოვა.
That's a wrap, Na'vi Nation! 💙
It's our last day of live-action filming in 2019, and we're celebrating with a sneak peek. 👀
Check out this photo of the aft well deck section of the Sea Dragon, a massive mothership that carries an array of other sea-going craft in the sequels. pic.twitter.com/AXgAve6aTG
— Avatar (@officialavatar) November 29, 2019
„ავატარი“ მეორე და მესამე ნაწილით დასრულდება
ცნობილია, რომ ჯეიმს კამერონმა ლეგენდარული ფილმის, „ავატარის“ მეორე და მესამე ნაწილზე მუშაობა უკვე დაასრულა