ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ბულგარული პრესა წერს, ფეხბურთელს მინის ნატეხი მოხვდა, შედეგად კი დაზიანებები მან თავის არეში მიიღო.
მედიიც ცნობითვე, ოპერაცია 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა
ცნობისთვის, ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოყვა.
როგორც ცნობილი გახდა, გვირაბში ბულგარელთა ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. სტუმრები აეროპორტიდან სასტუმროში მიდიოდნენ, როდესაც პირველი ავტობუსის მძღოლის სახიფათო მანევრს შეჯახება მოყვა.
ავარიის შედეგად, ნახევარმცველი თოდორ ნედელევი დაშავდა. ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ხვალ, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.