LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: “ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?”

58578
BeFunky-collage (5)

შატილის გზაზე, სოფელ ბისოში, სადაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამძებრო სამუშაოები უკვე დასრულდა. მაშველებმა მძიმე ტექნიკით ხევიდან მიკროავტობუსი და ჯიპის ტიპის მანქანა ამოიყვანეს.

მიკროავტობუსი, რომელიც კლდიდან 80 მეტრის სიმაღლეზე გადავარდა, ძალიან დაზიანებული და დეფორმირებულია.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას კიდევ ერთ დეტალს უზიარებს.

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

მესხიშვილი წერს, რომ მიკროავტობუსს არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო ტექდათვალეირება, რომელიც 13 ივლისს უნდა გაევლო. ამასთან, აქვეყნებს 13 იანვარს გადაღებულ ფოტოს, როდესაც მიკროავტობუსი ინსპექტირებაზე გამოცხადდა.

“13 იანვრის ფოტოზე თქვენ ხედავთ ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსის სავარძლების რაოდენობას ინსპექტირების დროს, რომლის ქარხნული სტანდარტია 15+1 დასაჯდომი ადგილი. აქ ჩანს 13 ადგილი, ამას ემატება წინა 3 სამი ადგილიც, სულ 16. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაშია!

ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?

 

 

გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მიკროავტობუსები ინსპექტირების გავლის მიზნით, ხსნიან მანამდე კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს და ინსპექტირების გავლის შემდეგ ისევ ამატებენ სკამებს, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრების სიცოცხლეს! ამას აკეთებს მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! სად არის ამ დროს სახელმწიფო?

ეს იცის ყველამ! პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც კანონებს წერს და ვისი პასუხისმგებლობაცაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეს იციან პოლიციაშიც! ეს იციან მათაც, ვისი კომპეტენციაცაა ევროდირექტივების დანერგვა! ეს იციან ავტოსადგურებმა და მათმა ზედამხედველმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროდან. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით!” – წერს მესხიშვილი.

სოფელ ბისოში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

Traveler.ge-ს ხელმძღვანელი: “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც…ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია…”

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სამი მძიმედ დაშავებული ჰყავს, რომელთა გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.

ხვალ ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები