ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარიას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.