LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია წყნეთში – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი

1678
Untitled (2)

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წყნეთი-თბილისის გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები