ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.