LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე: მოტოციკლის მძღოლი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

257
variaavtobani

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მაგისტრალზე მოძრავ მოტოციკლის მძღოლი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა და გადმოვარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მაგისტრალზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

არსებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი 40 წლამდე რუსთაველი მამაკაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები