ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ წონიარისთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანიც.
ექიმების თქმით, დანარჩენი დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ.