სამტრედია-ლანჩხუთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.