LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია კახეთში – რამდენია დაშავებული და როგორია მათი მდგომარეობა

278
ავარია

დღეს კახეთში ავტროსაგზაო შემთხვევა  მოხდა. ყვარელში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში მოათავსეს. 

ექიმების თქმით, ორ მათგანს ოპერაცია დასჭირდა, ასევე დაგეგმილია კიდევ ორი ოპერაცია ხვალისთვის. 

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები თელავის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ.  დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის  მასშტაბით კერძო პირებს, რთველის დაკრეფაში ეხმარებიან. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები