ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში – დისტრიბუციის მანქანა ეკლესიის კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.
ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, შემთხვევის დროს მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.