გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა.
ისინი კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია.
,,გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.