ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა. გმირთა მოედანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. ავარიის გამო, გარკვეული პერიოდი ადგილზე შეზღუდული იყო გადაადგილება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.