თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
მათივე ცნობით, “თბილისი ენერჯის” სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
“თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.