გორში, საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა, რასაც ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი კი, შემთხვევის ადგილიდან მძიმე დაზიანებებით, კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე, თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.