LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე – დავით ბერძენიშვილი

204
berzenishvili

რესპუბლიკელები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ეს “სტრატეგიული ხასიათის მიღეწევაა.”  თუმცა, ნულ პროცენტიან ბარიერს, რის შესახებაც ივანიშვილმა ისაუბრა, ნაღმებს უწოდებენ.

“ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე. უბარიერო სისტემა არის ბევრ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში. ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მან ამას ვერ მიაღწიოს,”- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ამასთან, რესპუბლიკელები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დაპატიმრების მუქარასაც ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური რეპრესირების თანხლებით კონსტრუქციული პროცესი და დიალოგი ვერ წარიმართება.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და საარჩევნო ბარიერი იქნება ნულოვანი. პროპორციულ სისტემაზე გადასცვა იყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს არ უსაუბრია, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.