LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუზი ცაში: ვის აქვს აქ მოხვედრის უფლება

71
dubai-rooftop-pool-hero-2

რეკორდულ სიმაღლეზე აუზი დუბაიში მდებარეობს.

ყველაზე მაღალი აუზი, ყველაზე უსასრულოცაა. ის 77-სართულიანი სასტუმროს სახურავზე, 294 მეტრის სიმაღლeზეა აშენებული. უნიკალური კონსტრუქციის სიგრძე 94,84 მეტრი, ხოლო სიგანე 16,5 მეტრია და მისგან მართლაც ულამაზესი ხედები იშლება.

აუზით დაინტერესდნენ გინესის წიგნის წარმომადგენლები და სიმაღლის დამსახურებით მას ახალი მსოფლიო რეკორდის სტატუსიც მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ უჩვეულო აუზით სარგებლობა მხოლოდ 21 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ, რაც უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებთანაა დაკავშირებული.
თუმცა, არის კიდევ ერთი პირობა, აუზის მონახულების მსურველი საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში უნდა იყოს გაჩერებული, ანდაც არანაკლებ ძვირადღირებულ რესტორანში მაგიდა უნდა ქონდეს დაჯავშნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები