ბავშთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში უახლეს კვლევაზე წერს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურებიან. საუბარია აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელ ფორმებზე ასაკის მიხედვით:
თუ დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ ,რომ აუტიზმის ნიშნების გამოვლინების სიმძიმე სტაბილურობით ხასიათდებოდა,( რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმებოდი, ჩემი გამოცდილებით სულ სხვა შედეგებს ვხედავდი ?) საწინააღმდეგო შეხედულების კვლევებს, ერთი ახალიც დაემატა.
MIND (Medical Investigation of Neurodevelopmental Disorders) Institute of the University of California, Davis მკვლევარებმა, Journal of Autism and Developmental Disorders-ში, 125 აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზით ბავშვზე ჩატარებული კვლევით, ახალი მონაცემები გამოაქვეყნეს. ⭕კვლევის შედეგებით, აუტიზმის სიმპტომების სიმძიმე მკვეთრად შეიცვალა 3-6 წლამდე ასაკში.
დაკვირვების ქვეშ მყოფი 125 ბავშვიდან ყველას უტარდებოდა community based autism intervention-ი.
30 %-ში 6 წლისთვის აუტიზმის ნიშნები ნაკლები სიმძიმით ხასიათდებოდა- 3 წლის ასაკში ჩატარებული კვლევის მონაცემებთან შედარებით, მათგან 7 ბავშვს აუტიზმის სფეროების ქულების მაჩვენებელი, ADOS-ით კვლევით, დიაგნოზის დასადასტურებელ ზღვრულ ქულებს ჩამოსცდა.
იყო შემთხვევებიც, როდესაც დასაწყისში მსუბუქი მიმდინარეობა მდგომარეობის- დამძიმდა 17 %-ში.
ხოლო 55 %-ში, სტაბილური აუტისტური ნიშნები დაფიქსირდა.
გოგონებში სიმპტომების შემსუბუქების ტენდენცია გაცილებით შესამჩნევი იყო.
ბავშვებში მაღალი IQ-ით პროგრესი მეტად ხელშესახები.
ძალიან მიხარია,რომ ის რასაც კლინიცისტები ძალიან ნათლად ვხედავთ, თანდათან მეტად მყარდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტებით.