Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Sopo Namoradze – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოჰაიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში 90% დამიფინანსდა, დანარჩენი 10%-ის გადახდა ჩემი პატარა ოჯახისთვის რთულია“ – ქართველ ვუნდერკინდს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და აშშ-ში იმყოფება, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება

ქართველი ვუნდერკინდს, დათუნა ზარდიაშვილს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, სწავლის გასაგრძელებლად თანხა ესაჭიროება.

დათუნა ზარდიაშვილს ოჰაიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სწავლის თითქმის 90% დაუფინანსდა, დანარჩენი 10% კი, რაც 5000 დოლარს შეადგენს, მისი ოჯახისთვის რთული მოსაპოვებელია.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარტა ქარუმიძე გვიზიარებს.

„ახლა გადავაწყდი ამ ვიდეოს, ალბათ გახსოვთ ქართველი ვუნდერკინდი, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ვისაც არ გახსოვთ, მოკლედ დავწერ ბოლოში. მანამდე კი გეტყვით, რომ დათუნას სწავლის გასარძელებლად და თავისი ოცნებების ასახდენად სჭირდება თანხა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მცირე ძალისხმევა სჭირდება შესაგროვებლად.

მსურველებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეთ ვიდეოში

გახსოვთ მოზარდი, რომელიც პანდემიის პერიოდში სკოლის გაკვეთილებს ვიდეოთვალის გარეშე ესწრებოდა?

დათუნა ზარდიაშვილს ოჰაიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სწავლის თითქმის 90% დაუფინანსდა

16 წლის დათუნა ზარდიაშვილი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, თავისი ოცნებისკენ წინ მიიწევს.

ის რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. დათუნა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX (Future Leader Exchange) Program ) ოჰაიოს შტატში მოხვდა.

პატარა ასაკიდან მშრომელი და დამოუკიდებელი დღეს ახალ ცხოვრებას იწყებს. ცხოვრობს ადგილობრივ ოჯახში, სწავლობს Marlington high school-ში. წინ კი დიდი მიზნები და ახალი გამოწვევები აქვს.

ერთ ოთახიან ნაქირავებ ბინაში კედელზე გაკრული 150-ზე მეტი ოლიმპიადიდან წამოღებული ჯილდო, პატარა სამეცადინო მაგიდა და სკამი იყო მისთვის მოტივაცია, რომ წინ წასულიყო. პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი დღეს კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამს. ზუსტად ვიცი, ეს თავმდაბალი და პოზიტივით სავსე ბიჭი აუცილებლად აისრულებს მთავარ ოცნებას,” – წერს მარტა ქარუმიძე.