თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი დღეს იუბილარია, თუმცა კორონაპანდემიის პირობებში საკუთარი დღის აღნიშვნა კლინიკაში უწევს. პროფესიული საქმის ერთგული ექიმი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ მისი ერთადერთი სურვილია არ არსებობდეს კოვიდ-19.
“მადლობა, რომ მომილოცეთ. დიახ, დღეს ჩემი დაბადების დღეა და ჩემი ერთადერთი სურვილი არის, ის რომ პანდემია არ არსებობდეს, ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდეს და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ” – ამბობს ლევან რატიანი.