დღეის მდგომარეობით საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია.
კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ბოლო მონაცემებით 46 817 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170-მდე გაიზარდა.
გარდაიცვალა 19 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.