აუტანელი სუნის გამო მგზავრებმა ავიარეისი ჩაშალეს. “დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ავიაკომპანია Sriwijaya Air–ს ბორტზე მოხდა. კუნძულ სუმატრადან ინდონეზიის დედაქალაქის ჯაკარტას მიმართულებით მიმავალი რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ შესრულდა, რომ მგზავრები სუნმა შეაწუხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უსიამოვნო სუნის მიზეზი ეგზოტიკური ხილი დურიანი იყო. მგზავრთა ნაწილმა ბორტი დატოვა და ეკიპაჟის წევრებს ხილის მოშორება მოსთხოვა, მათ ეშინოდათ, რომ დურიანი ჯანრმთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. მართალია, ხილის გადატანა კანონს არ არღვევდა, თუმცა ავიაკომპანიას სხვა გზა არ ქონდა და სატვირთო ნაწილში განთავსებული 2 ტონამდე დურიანი აეროპორტში დატოვა.