LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 8 ცალი ნარინჯისფერი Aston Martin გაიყიდება და რვავე ერთ ადამიანს ეკუთვნის

110
aston-martin

აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს Aston Martin-ების კოლექცია, რომელიც 8 ცალ ნარინჯისფერ ავტომობილს აერთიანებს, ოღონდ სხვადასხვა მოდელებს. უჩვეულო ვაჭრობას ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანული სახლი Bonhams ჩაატარებს. გარდა მსგავსი ვიზუალისა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, ქარხანას შეუძლია რომ ყველა ავტომობილის ინტერიერი ერთნაირად გააფორმოს.

წლების განმავლობაში ექსპლუატაციის შედეგად არც ერთ სპორტქარს არ გაუვლია 400 კილომეტრზე მეტი. თითოეული მანქანის ყიდვა ცალ-ცალკე ან მთელი კოლექციის ერთ ლოტად შეძენა იქნება შესაძლებელი.

უნიკალური ლოტი 4 კუპეს, 3 კაბრიოლეტს და ერთ სედანს აერთიანებს. ყველაზე ძვირადღირებული ეგზემპლარი Aston Martin DBS-ის წყვილია, რომელსაც სპეციალისტები 80 ათასიდან 120 ათას ევრომდე აფასებენ. ხოლო მოდელი DB9-ისთვის 60-დან 90 ათას ევრომდე თანხის მიღებას ვარაუდობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები