LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

68
stockmarket

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 120 980 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.920 პროცენტით, მაქსიმალური 7.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.948 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები