LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუდიტორია 115-ის” წევრები თსუ-ს თვითმმართველობის ოთახში შეიჭრნენ

84

“აუდიტორია 115-ის” წევრები თსუ-ს თვითმმართველობის ოთახში შეიჭრნენ. მათ კარი შეამტვრიეს. იმ დროისთვის ოთახი დაკეტილი იყო და იქ თვითმმართველობის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა სტუდენტური თვითმმართველობის ორი მთავარი ოთახი დაიკავეს. მათთან შესახვედრად ადგილზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. როგორც დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, სტუდენტების მხრიდან მსგავსი საქციელი მიუღებელია. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გაახსენეს გუშინ, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ”აუდიტორია 115”-ის წევრის ცემის ფაქტი და კითხვით მიმართეს – მისაღებია თუ არა თვითმმართველობის აგრესიული ქმედებები. დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, რომ მომხდარს შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ და ეს მისი შესაფასებელი არ არის. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებამ ”აუდიტორია 115”-ის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია და სტუდენტებმა ის შეძახილებით – „შენ სამარცხვინო ხარ“ გააცილეს.

“აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა წევრის გიორგი არობელიძის განაცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ აქციებს, მანამ სანამ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანო არ გაუქმდება. არობელიძის თქმით, დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას.

“აუდიტორია 115-ის” წევრების თქმით, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თვითმმართველობის წევრებმა გუშინ როგორ ცემეს “აუდიტორია 115-ის” ერთი წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები