LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახურს ანგარიშს არ წარვუდგენთ, სანამ სესხების განულებას არ შეისწავლის – გირჩი

89
232858521

გირჩი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს იმ დრომდე არ მიაწვდის ანგარიშს, სანამ წინასაარჩევნო პერიოდში ვალების განულების პროგრამას არ შეისწავლის და ეუთოს დასკვნას არ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ფეისბუქით ავრცელებს.

პარტია აღნიშნავს, რომ ართულმა ოცნებამ ვალების განულების პროგრამა საარჩევნოდ გამოიყენა. გირჩი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია.

“ჩვენ ფულს გვწირავენ ჩვენი იდეის გულშემატკივრები, ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად უყურებენ სამყაროს, იგივესი სჯერათ, რისიც ჩვენ და ეს ადამიანები ხშირად არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ არიან საქართველოს პატრიოტები და სჯერათ რომ ჩვენი დაფინანსებით, საკუთარ მომავალზე დებენ ფსონს.

ქვეყნის კანონმდებლობით მათ ეს ეკრძალებათ, მაშინ როცა აუდიტის სამსახურის აზრით, ქართუ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს წინასაარჩევნოდ გაუუქმოს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება 600 ათასზე მეტ ამომრჩეველს.

ზოგადად, ჩვენი იდეოლოგია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის შეზღუდვას რაიმე ნიშნით და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამერიკელ ლიბერტარიანელებს უარი ვუთხრათ თანამშრომლობაზე იმ მოტივით, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას (უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას).

ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად, იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა.მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდი და უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ უარს ვაცხადებთ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობასა და მათთან უაზრო ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე, მანამ, სანამ ის არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთო-ს დასკვნაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა “შავ სიაში” მყოფ 600 ათასი ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანების განულებაზე ინფორმაცია გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები