LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიო: „უკრაინელები არსად არ უნდა დატოვოთ.. მერე აქაურობა სირიას დაემსგავსება“ – რას უყვება დონეცკის ოლქში დასახლებული ოკუპანტი დედას

718
რუსი სამხედრო

უკრაინული მედია რუსი ოკუპანტის დედასთან საუბრის აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოკრაინკაში დასახლებული ოკუპანტი დედას უყვება, თუ როგორ პროფესიონალურად, სასტიკად „გაასუფთავა“ სხვა სოფელი, მიწასთან გაასწორა სახლები. დედა მას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ასეც უნდა იყოს.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა.

„მოკლედ, ჩვენ ყველაფერი გავასუფთავეთ, ტანკი შორს გაიპარა, უზარმაზარ მინდვრებზე… მე ვესროლე სახლებს პროფესიონალურად“, – ამბობს ჩანაწერზე დამპყრობელი.

ოკუპანტის დედა მხარს უჭერს: „მართალია, ისინი (უკრაინელები) არსად არ უნდა დატოვოთ“.

გარდა ამისა, ამ საუბრისას დამპყრობელმა თავისი მომავალი სამსახურის შესახებ ისაუბრა:

„სხვადასხვა ჭორები გვაქვს. ვიღაცამ თქვა, რომ ორი თვით შვებულებაში ვართ და მერე აქაურობა სირიას დაემსგავსება. თუ ორ თვეში, აქ სირიის მსგავსად არ იქნება, დიდი ალბათობით, აქ დავბრუნდებით…  აქ კი აღარავინ აღარ წამოვა.“ – უყვება ოკუპანტი დედას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები