LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi სამი ახალი მოდელის შესახებ ალაპარაკდა

45

კომპანია Audi-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ავტომწარმოებელი უნვერსალ RS4 Avant-ის, კუპე RS5-ის, ჰეტჩბექი RS5 SportBack-ის გამოშვებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Motor1 ავრცელებს.

სამივე ახალი ,,ლამაზმანი’’ აღჭურვილი იქნება 2.9 ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც V6 ტიპისაა. აღნიშნული გამწევი გამოყენებული იქნა Porsche Panamera 4S-ის ფინალურ თაობაში. Audi-ს განცხადებით მოდელებიდან ყველაზე მძლავრი 450 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და მისი გამწევი 600 ნმ/წთ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება.