LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ Tesla Model S-ის კონკურენტი წარმოადგინა

32

კომპანია Audi-ის წარმომადგენელი რუპერტ შტადლერი ახალი ელექტრონული სედანის წარმოებაზე განცხადებას ავრცელებს. მისი აზრით, აღნიშნული მოდელი Tesla Model S-ის ღირსეული კონკურენტი იქნება. ახალი მოდელის სახელწოდება A9 e-tron იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Autocar-ი ავრცელებს.

თავდაპირველად, კომპანია სახელწოდება A9-ს მინიჭებას Mercedes-Benz S-Class-ის კონკურენტისთვის აპირებდა. თუმცა, მოგვიანები Audi-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ელექტრონული სედანი სწორედ ამ ხაზის სახელწოდებით წარმოადგინა.

ელექტრონული მოდელი აგებული იქნება იგივე პლათფორმაზე, რომელიც გამოყენებულ იქნა Audi-ს ელექტრონულ ქროსოვერის წარმოებისას. შესაბამისად ძრავი განისაზღვრა Q6 e-tron-ით. მოდელის გამოჩენას ავტომოყვარულები 2018 წლის დასაწყისში ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები