LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi–მ ფლაგმანური სპორტქარის ახალი ვერსია წარმოადგინა

31

გერმანულმა საავტომობილო კომპანია Audi–მ თავისი ფლაგმანური სპორტქარის, R8 V10 RWS–ის ახალი ვერსია წარმოადგინა.

უკანაამძრავიანი ავტომობილი შეზღუდული ტირაჟით – 999 ეგზემპლარი აიწყობა. პრემიერა ფრანქფურტის ავტოსალონზე შედგა.

Audi R8 V10 RWS დინამიკის მოყვარული ადამიანებისთვის არის შექმნილი. შეზღუდული პარტია მათთვის არის განკუთვნილი, ვინც მართვისგან სიამოვნებას იღებს. Audi R8 აბსოლუტურად ექსკლუზიური შემოთავაზებაა“ – ამბობს Audi Sport–ის მმართველი დირექტორი.

Audi გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც Volkswagen Group–ის შემადგენლობაშია. კომპანია 1932 წელს დაარსდა. ამ მომენტისთვის მისი შტაბ–ბინა ინგოლშტადში მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები