კომპანია Audi ცნობილი ჰეჩბექების A5-ისა და S5-ის ახალ თაობას წარმოადგენს. ,,ხუთიანების” ახალი თაობა 2016 წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს. როგორც ჩანს, კომპანიის გადაწყვეტილებით, ჰეჩბექების ოჯახს ახალი, ხუთკარიანი ვარიანტი – Sportback დაემატა.
როგორც კუპე A5 და A4-ის სერია, ახალი მოდელებიც აგებული იქნება მოდულურ პლათფორმაზე – MLB Evo. ჰეჩბექის სიგრძე 4733 მმ – ით განისაზღვრა, სიგანე 1843-ით, ხოლო სიმაღლე 1386 მმ-ს შეადგენს.
როგორც აღნიშნული ზომებიდან ჩანს, ახალი მოდელები 21 მმ-ით გრძელია მათ წინაპრებზე, ხოლო ხიდის სიგრძე 14 მმ-ით იქნა გაზრდილი.