LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi ელექტრო სუპერქარს აღარ ააგებს

58

კომპანია Audi ელექტრო სუპერქარის R8 e-tron-ის გამოშვებას შეწყვეტს. მიზეზად მოდელის არაპოპულარულობა დასახელდა. მწარმოებელმა სუპერქარი ჯერ კიდევ 2015 წელს წარმოგვიდგინა. იმ პერიოდისათვის, კომპანია მოდელის 100 ეგზემპლარამდე გამოშვებას გეგმავდა. ამის შესახებ დაიწერა გამოცემა Car and Driver-შიც.

შედარებით მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ R8 e-tron-ის წარმოება სამუდამოდ შეწყდა. კომპანიის წარმომადგენლობამ ჟურნალისტებთან საუბარში კონკრეტული მიზეზები არ დაასახელა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა Audi-ს იმედგაცრუების შესახებ. არავინ იცის, რამდენი ავტომობილი გამოუშვა მწარმოებელმა, თუმცა, ცნობილია, რომ ის მინიმალური რაოდენობაც კი, აშკარად არაპოპულარული და არაგაყიდვადი იყო.

Audi R8 e-tron არასოდეს ყოფილა არცერთ ონლაინ საიტზე წარმოდგენილი. მის შესაძენად საჭირო იყო პოტენციური კლიენტის პირდაპირ Audi-ს შტაბ-ბინას დაკავშირება. შესაძლოა სწორედ არასწორი მარკეტინგი და გაყიდვების ცუდი მენეჯმენტი გახდა მოდელის არაპოპულარულობის მიზეზი. შესაძლოა ეს მისმა საოცრად შეუსაბამო ფასმა გამოიწვია. მისი საბაზრო ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მოდელი აღჭურვილი იყო 2 ელექტროძრავით, რომლის ჯამური სიმძლავრეც 462 ცხენის ძალის ერთეულით იყო განსაზღვრული. კუპე 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.9 წამში ანვითარებდა, ხოლო ბატარეების მთლიანად დატენვის შემთხვევაში, ავტომობილს 450 კმ-ის გავლა შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები