LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi, BMW, Daimler, Porsche და Volkswagen გარიგების გამო დააჯარიმეს

47
765c4fc1fbda200e28c369daa26e616d55a53a43

ყველაზე გავლენიანი ევროპული ავტომწარმოებლები Audi, BMW, Daimler, Porsche დაVolkswagen ხელისუფლებამ მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით მაქინაციაში დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ ეს კომპანიები ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უშლიდნენ ხელს, ამ ტექნოლოგიებს კი გარემოს დაბინძურების საკითხი უნდა მოეგვარებინათ. ევროკავშირის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ კომპანიებს ქონდათ ყველა საშუალება იმისთვის, რომ რეგულატორის კანონიერი მოთხოვნა შეესრულებინათ, თუმცა ამას პრინციპულად არ აკეთებდნენ, რათა საკმაოდ ძვირადღირებული სისტემის შესამუშავებლად ფული დაეზოგათ.

Volkswagen Group რომელიც Audi–ს, Porsche–სა და Volkswagen–ს აერთიანებს, ასევე კონცერნები BMWდა Daimler ევროკავშირმა დააჯარიმა. მწარმოებლებმა ფული დაზოგეს და ეკოლოგიაზე ზრუნვა ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩათვალეს. სწორედ ამის გამო Audi-ს, Porshce–სა და Volkswagen–ს 502 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, BMW კი 373 მილიონი ევროთი გაღარიბდება. ყველაზე დიდი ჯარიმა გამოუწერეს Daimler–ს – 727 მილიონი ევრო, თუმცა კონცერნმა გადაწყვიტა რომ გამოძიებასთან ეთანამშრომლა, შეთანხმების ყველა დეტალი გასცა და შედეგად ჯარიმისგან გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები