LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi A8 „ადამიანი ობობას” პრემიერაზე გამოჩნდა

73

კომპანია Audi-მ საზოგადოებას პირველად წარუდგინა ფლაგმანური სედანი, ახალი თაობის A8. თუმცა, ავტომობილი ისევ კამუფლაჟში იყო გამოწყობილი. ავტომობილით კინოთეატრთან ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი – ტომ ჰოლანდი მივიდა.

ამ მომენტისთვის, მწარმოებელმა სიახლის შესახებ რამდენიმე თიზერი გაავრცელა და ტექნიკური სიახლეებიც გაამხილა. ცნობილი გახდა, რომ Audi A8-ს სამოდულო პლატფორმაზე ააწყვეს, ხოლო დიზაინი კი კონცეპტ prologue-ს სტილშია გადაწყვეტილი.

ფლაგმანური სედანი აღჭურვილია აქტიური პნევმატური საკიდარით, ავტომატური პარკირების სისტემით, რა დროსაც სალონში მძღოლის ყოფნა აუცილებელი არ არის. სედანს აქვს ასევე ავტოპილოტის ფუნქციაც.

ავტომობილს შეუძლია თავად ასწრაფდეს, დაამუხრუჭოს და მანევრირები 60 კმ/სთ სიჩქარემდე განახორციელოს. ამასთან სულაც არ არის საჭირო მძღოლს ხელი მუდამ საჭეზე ჰქონდეს.

მოდელი ბენზინის ძრავებით იქნება წარმოდგენილი – ექვსიდან 12 ცილინდრამდე, ასევე დიზელისა და ჰიბრიდული მოწყობილობებით.

მოდელის პრემიერა 11 ივლისს, მარკის სამიტზე, ბარსელონაში შედგება. სახალხო დებიუტი კი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები