20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი „ჯეო ჰოსპიტალის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა.
„ჯეო ჰოსპიტალის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
დაჭრილის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ და საზოგადოებას სისხლის დონაციას სთხოვენ:
„გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე მეგობარო!!
გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთ-ერთია. მისი მდგომარეობა სამწუხაროდ რთულია…
„ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც ექნება სურვილი და საშუალება, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ“, სისხლის ჩაბარებას შეძლებთ სისხლის ნებისმიერ ბანკში
სასწრაფოდ თბილისში ვინც ხართ, მე-2 დადებითი ?მის: ავლიპ ზურაბაშვილის#1“, – წერს გიორგი ლაფაჩიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
უფრო ვრცლად ამავე თემაზე წაიკითხავთ აქ:
შემოიყვანეს პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით, მოხდა თვალის კაკლის აღდგენა – „ევექსის“კლინიკა
საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სისხლი – კვანტალიანის სისხლის ბანკი
ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა
ვიდეო: საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი