პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერისა და ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ვინც კრისტიან დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე.
იოსელიანი იმედოვნებს, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც შეთანხმებას ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. მისივე თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს და ამაში პოლიტიკურ მხარეებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.
„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისის გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე უარს იტყვის.
მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს „ქართული ოცნებაც” მოაწერს,”- განაცხადა იოსელიანმა.