LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებლად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია – სითი მოლი

66
DSC-8420

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ წარვადგინეთ ყველა ის ბერკეტი, რაც, ჩვენი აზრით, გაამარტივებდა საახალწლო პერიოდში ნაკადების მართვას და შევჯერდით ამ რეგულაციებზე, რომლებსაც აუცილებლად დავიცავთ, – ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ დირექტორმა, ლევან მესხელმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირველესია და პრიორიტეტულია ყველასთვის და ყველა ბიზნესი უნდა დაიკეტოს, თუ ამას აქვს პირდაპირი გავლენა ეპიდვითარებაზე.

„ასეთი იყო ყოველთვის ჩვენი პოზიცია და ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობდით სამუშაო საათების გაზრდაზე, რათა სავაჭრო ცენტრი უფრო გამტარუნარიანი ყოფილიყო. ე.წ. შავი პარასკევი ერთი დღის ნაცვლად ერთ კვირაზე „გავწელეთ“, ერთნაირი ფასდაკლება იყო ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. ჩემი აზრით, ის, რაც ყველამ ვიხილეთ, უფრო იყო პანიკის შედეგი, ვინაიდან ხუთშაბათს დავაანონსეთ შეზღუდვები და ვთქვით, რომ შაბათს სავაჭრო ცენტრები დაიკეტებოდა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო და მას შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან. დიდ მადლობას ვუხდი როგორც ნათია თურნავას, ასევე ბიზნესომბუდსმენს, რადგან მათ დეტალურად და სიღრმისეულად განიხილეს ბიზნესის პრობლემატიკა და დიდი წვლილი შეიტანეს ნაკადების მართვის გეგმის შემუშავებაში“, – განაცხადა ლევან მესხელმა.

ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები