LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს, როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია – პრემიერი

342
20190317155928753886644

ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა – ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები