საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სურვილია, ევროკავშირი რეგიონში მიმდინარე პროცესებში კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
ასოცირების იმპლემენტაციაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, რაზეც ძირითადად, საუბარი ასოცირების იმპლემენტაციაზე მიმდინარეობს და ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონში ჩვენს გარშემოა შექმნილი. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება