აუცილებელია თუ არა ინექციებს ექიმები აკეთებდნენ – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა, ინექციონისტმა ნინო გაფრინდაშვილმა ისაუბრა.
ნინო როგორც ვიცი, შენ გამოუშვი სახელმძღვანელო ესთეტიკური მედიცინის შესახებ. რატომ გადაწყვიტე ამ თემაზე დაგეწერა წიგნი?
ყველაფერი წიგნის კითხვით იწყება. 12 წლის წინ ჩემი პირველი ნაბიჯები ესთეტიკურ მედიცინაშიც წიგნის კითხვით დაიწყო, ძლივს მოპოვებულის, შავ-თეთრის…ალბათ 10-ჯერ წავიკითხე, მაშინ პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ამ სფეროში. ერთი წელი ვკითხულობდი ყველაფერს, თუკი რამ არსებობდა…
მას მერე დავისახე მიზნად ქართულ ენაზე დამეწერა ის, რაც რეალურად ამ სფეროს სჭირდებოდა. ბევრ ლიტერატურას გავეცანი, რის საფუძველზეც დაიწერა ეს წიგნი. ამ წიგნით მეც ბევრი რამ ვისწავლე. ეს არის “ესთეტიკური მედიცინა” პირველი სახელმძღვანელოა ესთეტიკური მედიცინის შესახებ ქართულ ენაზე.
ეს სფერო საკმაოდ მზარდია და პოპულარული. შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანი ექიმი ატარებდეს ინექციურ პროცედურებს?
ვთვლი, რომ კი ექიმის საქმეა, ვინაიდან უნდა გქონდეს ცოდნა სახის ანატომიის შესახებ, რომ არ იქნას დაშვებული შეცდომები. დღეს საკმაოდ ბევრი სპეციალისტია ბაზარზე, ბევრი მიმართულებით გვყავს პროფესიონალები.