LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის 21 დღე „ჰაერის გამოსაცვლელად“ – პედიატრ ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

299
ეკა-ყიფიანი

რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება – ამ თემაზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ექიმმა პედიატრმა, ეკა ყიფიანმა ისაუბრა.

„21 დღის მითი, ლოგიკური ახსნით, ეს არის საბჭოთა კავშირს დროს არსებული შვებულების ხანგრძლივობა, ეს მითი საკმაოდ მყარად შემორჩა დღემდე. ძალიან ხშირია მშობლების წუხილი, რომ თუ ბავშვი 21 დღეს არ გაატარებს ქალაქგარეთ, ეს ცუდია. ხშირია კითხვები სისხლის ფორმულასთან დაკავშირებით. მეგობრებო, სისხლის ფორმულა ჰაერით არ იცვლება. თუ 365 დღეს ბავშვი ჰაერზე, ამას არაფერი სჯობს, მაგრამ 21 დღე აუცილებელი პირობა ნამდვილად არ არის.

ჰაერის გამოცვლის თემაც უკავშირდება ძველ კურორტოლოგიას, რადგან ადრე ითვლებოდა, რომ სუფთა ჰაერზე კურნავდნენ დაავადებებს. ამ დროს არ არსებობდა გარკვეული დაავადებების მკურნალობის სხვა სქემა. სიმწვანე და ბუნება გადასარევ გავლენას ახდენს ადამიანზე, ამიტომ იგივე ტუბერკულოზის სამკურნალოდ, როცა მისი მედიკამენტი არ არსებობდა, ადამიანები მიჰყავდათ აბასთუმანში.

მშობლები დღეს ძალიან ნერვიულობენ, თუ ბავშვები ვერ მიჰყავთ ცნობილ კურორტებზე, აქვთ ერთგვარი დანაკლისის შეგრძნება და მთელი წელი ცდილობენ გარკვეული დანაზოგი გააკეთონ, რომ მაინცდამაინც იქ წაიყვანონ. ცუდი ამაში არაფერი, მაგრამ თავისი არსით უნდა ვიცოდეთ, რომ ვერც ალერგიულ დაავადებები, ვერც სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებები და ვერც ძვალსახსროვანი დაავადებები, კურორტით ვერ განიკურნება.

რაც ეხება სუფთა ჰაერს, ეს მხოლოდ კურორტზე დასვენებას არ გულისხმობს, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სოფელი იდეალური ადგილია დასვენებისთვის. რა არის ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს არის ადგილი, სადაც ნაკლები მანქანა, ბევრი სიმწვანე და სივრცეა ფიზიკური აქტივობისთვის” – ამბობს ეკა ყიფიანი.

„შეუძლებელია ამდენ ბავშვს მეტყველების შეფერხება ჰქონდეს“ – ეკა ყიფიანის სამი რჩევა ბავშვის განვითარების შეფერხების თავიდან ასაცილებლად

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ“ – პედიატრი ეკა ყიფიანი

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს ვირუსების შემდეგ დასუსტებული იმუნიტეტი – ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები