LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია საყოველთაო შერიგება, ეკლესიას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა: მეუფე მელქისედეკი

146
მელქისედეკი

ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ, ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა განაცხადა.

ეპისკოპოსი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია” – მელქისედეკი

მეუფის განცხადებთ, სააკაშვილთან მისი მდგომარეობის სანახავად მივიდა.

“გავესაუბრო, იმიტომ რომ დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება”

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა. მისი თქმით, მან გააჟღერა იდეა, რომ აუცილებელია ერის საყოველთაო შერიგება.

“მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები