LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები – ლელა ქიტესაშვილი

105

არც ერთ კანონში არ წერია, რომ დაკარგული ბიულეტენები ბათილ ბიულეტენებს უნდა მიეთვალოს, – ამის შესახებ თიანეთში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ლელა ქიტესაშვილი ამბობს,  6 ბიულეტენი დაიკარგა და აღნიშნულ ბიულეტენებს შესაძლოა გავლენა ექონია არჩევნების შედეგზე.

” არც ერთ კანონში არ წერია, რომ დაკარგული ბიულეტენები შეიძლება ბათილ ბიულეტენებს მიეთვალოს. ეს ახდენს გავლენას შედეგზე და თუ საოლქო კომისია ვერ იკვლევს დარღვევას, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ერთდღიანი ვადა და აუცილებლად გავასაჩივრებთ,” – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები