LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

174
kkkk

ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით, ტესტირების სამიზნე ჯგუფს დაემატებიან ტრაილერების ის მძღოლები, რომლებიც საქართველოში რჩებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა “ფეისბუქლაივის” ჩართვისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები. დღესაც მიმდინარეობდა შესაბამის სტრუქტურებთან, საბაჟო და საავტომობილო გადაზიდვების სამსახურებთან მუშაობა.

საუბარია არა ტრანზიტულ, არამედ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში რჩებიან. ამ მძღოლების ტესტირება იქნება ასევე ხელმისაწვდომი, რაც დღეში დაახლოებით არის 250-დან 300-მდე ადამიანი. ეს საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ რისკი, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, სიტუაცია არასახარბიელოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია – გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები